

კასპში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამჟამად, ქუჩის 574 მეტრზე იგება ასფალტი, ასევე, ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 300 000 ლარზე მეტს შეადგენს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და კასპის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძემ 9 აპრილის ქუჩის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ცნობისთვის, აღნიშნული ქუჩა ერთ-ერთია ქალაქის 11 ქუჩას შორის, რომელთა რეაბილიტაციაც კასპის მერიამ მიმდინარე წელს დაგეგმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს