ქვიშის ფრენბურთში ქალთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე (ა და ბ ლიგის გუნდებს შორის) შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელთა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
აღნიშნული სკოლიდან შეჯიბრში ორი გუნდი მონაწილეობდა და საპრიზო ადგილზე გასვლა გვანცა ეშმაკურაშვილის და ანა მელაძის წყვილმა („გორი 1“) შეძლო.
რაც შეეხება მეორე გუნდს, ლიზი ზირაქაშვილი და ნინი ილურიძე ასპარეზობდნენ.
საქართველოს ჩემპიონატი 23-25 აგვისტოს ჩატარდა და რვა გუნდი მონაწილეობდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი