

კარატეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - „Open Georgia“ გორელმა სპორტსმენებმა სამი - მეორე და ერთი მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრის ვერცხლის პრიზიორები გიორგი გიგაური (42 კგ. 8-9 წ.), ნინო ტერაშვილი (40 კგ. 10-11 წ.) და მარიამ შავშიშვილი (61 კგ. 18-20 წ.) გახდნენ.
ბარბარე რაზმაძემ (52 კგ. 12-13 წ.) კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.
საპრიზო ადგილზე გასული ყველა გორელი სპორსტმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტულის სკოლის წარმომადგენელია.
შეჯიბრში, რომელიც თბილისში ჩატარდა, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სპორტსმენებთან ერთად, ირანის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის კარატისტთა გუნდებიც მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, გორის გუნდი შეჯიბრისთვის გელა პავლიაშვილმა, ლევან სადაღაშვილმა და გიორგი ქოთოლაშვილმა მოამზადა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.