ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საბავშვო კვირეულის ფარგლებში, გ. ერისთავის სახელობის თეატრი ჩინელ მსახიობებს უმასპინძლებს.
დღეს, 5 ივნისს, 18:00 საათზე, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული საბავშვო თეატრი ჩინეთიდან გორელ მაყურებელს სპექტაკლს - „გიგზავნით აყვავებული ქლიავის ფურცლებს“ წარუდგენს.
წარმოდგენის ხანგრძლივობა 1 სთ და 10 წთ-ია.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.