

გორელმა სპორტსმენებმა პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში გამართულ ევროპის თასზე ერთი - ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრის გამარჯვებული დავით პაპუკიშვილი (81 კგ.) გახდა. სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. სერბი, ფრანგი, უკრაინელი და ქართველი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი ყაზახ ძიუდოისტს სძლია.
ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი ქეთი რობაქიძე (70 კგ.) გახდა. სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელი ძიუდოისტი დაამარცხა.
ორივე პრიზიორი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს