გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს ოთხი მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი 15 წლამდელებს შორის ჩატარდა და საბერძნეთმა უმასპინძლა.
გორელთაგან ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი ქარელი (38 კგ.), საბა მინდიაშვილი (41 კგ.), თემურ თუთარაშვილი (48 კგ.) და რატი რევაზიშვილი (68 კგ.) გახდნენ.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენებიდან სამი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია, გიორგი ქარელი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
ცნობისთვის, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცამეტი სპორტსმენით იასპარეზა, ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს