სპორტი
15.05.2024 13:52
გორში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდება

გორში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

ღონისძიებაში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. მსურველებს რეგისტრაციის გავლა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ბმულის მეშვეობით შეუძლიათ.

ჩემპიონატში ათი გუნდი იასპარეზებს. შესაბამისად, ათი გუნდის რეგისტრაციის შემდეგ, აპლიკაციების მიღების პროცესი ავტომატურად შეწყდება.

შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივა „გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან“ ფინანსდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს ფეინთბოლის, ექსტრემალური სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კვირის ამბები