ლას-ვეგასში გამართულ ამერიკის ღია პირველობაზე გორელმა ვეტერანმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ვერცხლის მედალს შამშე ტლაშაძე (70კგ.) დაესაკუთრა, თემურ გელიტაშვილი (86კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორია.
აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია. შამშე ტლაშაძე 2022 წელს ბულგარეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია, თემურ გელიტაშვილმა კი გასულ წელს საბერძნეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ