საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი ვერცხლის მედლით დაასრულა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხეს. ნახევარფინალში ხორვატიას 4:1 სძლიეს, ფინალში კი საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და 0:4 დამარცხდნენ.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, ეროვნულმა გუნდმა კონტინენტის ჩემპიონატზე ორი - ოქროს, ორი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე „გოლდენ გორის“ ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი ხორვატიაში ჩატარდა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ