ეროვნული ლიგა 3-ის მერვე ტურის მატჩში გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ თბილისის „მერანს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
„მერანის“ კარში ორივე გოლი გოგი მამულაშვილმა გაიტანა.
შემდეგ შეხვედრას „გორი“ „ვარკეთილის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში 2 მაისს 16:00 საათზე ჩატარდება.
მატჩს ქართლის სტადიონი უმასპინძლებს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ