

ხვალ, 16 აპრილს, გორში 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
აქტივობის ფარგლებში, ცნობილი გორელი სპორტსმენები სხვადასხვა ოლიმპიურ სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, ძალოსნობა, კალათბურთი, ფეხბურთი) მასტერკლასებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, ოლიმპიური თამაშების შესახებ ვიქტორინაც გაიმართება.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდება და საპატიო სტუმარი საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრება.
სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლის ეზოში 15:00 საათზე დაიწყება.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის