კულტურა
07.03.2024 10:30
გორში თეატრალურის კვარტეტი სოლო კონცერტს გამართავს

ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს, გორში თეატრალურის კვარტეტის სოლო კონცერტი გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში (მშვიდობის გამზირი №12/ა) ჩატარდება.

კონცერტი 14:00 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები