საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოხსნილია და ყველა მიმართულებით შესაძლებელია საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილება.
ბოლო მონაკვეთი, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთი იყო, სადაც ამჟამად მოხსნილია აკრძალვები და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7, 8, 9 მარტს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მაღალი ზონის დასახლებულ პუნქტებში კი თოვლის სახით.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, სინოპტიკოსების ცნობით, 7, 8 და 9 მარტს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 7 მარტს დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, +11 გრადუსია ნავარაუდევი 8 მარტს, 9 მარტს კი მოსალოდნელია 9 გრადუსი სითბო.