კულტურა
24.01.2024 13:52
„კიევი ომში“ - გორში ფოტოგამოფენა მოეწყობა

ხვალ, 25 იანვარს, გორში ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ გაიმართება.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ფოტომასალები 2022 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და სრულმასშტაბიანი ომის პირობებში კიეველების ცხოვრებაზე მოგვითხობს.

„გამოფენის კურატორები  უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი არიან. ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელია, რომელსაც 90-იანების დასაწყისში მცირეწლოვან ვაჟთან ასტამურ გუმბასთან ერთად, მშობლიური ქალაქიდან  უკრაინაში გასვლა მოუწია. 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად და იმავე წლის ივნისში ხარკოვის მახლობლად დაიღუპა. ღონისძიება ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყობა.

კვირის ამბები