

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან. რეჟისორი სანდრო ელოშვილი სასცენო ხელოვნებისმოყვარულ პატარებს საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟება.
შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით დადგმული წარმოდგენა - „კონკია“ გორის თეატრის სცენაზე 3-დან 10 იანვრის ჩათვლით, 17:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე, ონლაინ, ვებგვერდზე: biletebi.ge
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი