რჩევები
20.12.2023 15:58
როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2024 წელი მწვანე ხის დრაკონის წელია. დრაკონი სიძლიერის, კეთილშობილების, იღბლის და წარმატების სიმბოლოა. იმისთვის, რომ დრაკონის წელმა იღბალი მოგვიტანოს, ასტროლოგები შემდეგ რჩევებს გვთავაზობენ:

როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს

დრაკონს რუტინა არ მოსწონს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ბანალურ და მოსაწყენ ნივთებზე უარს იტყვით. გააფორმეთ სახლი ახალი, ნათელი დეკორაციებით. არანაირი სევდა და მოწყენილობა - შეიქმენით დადებითი განწყობა და ახალ წელს ღიმილით შეხვდით. სახლში აღნიშნავთ ახალ წელს, სტუმრად, თუ წვეულებაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

წლის მთავარი ფერი მწვანე და ხისფერი იქნება. ყველანაირი ვარიაცია შეგიძლიათ სცადოთ - ღია მწვანიდან დაწყებული, ჭაობისფერით დამთავრებული. გარდა ამისა, დრაკონის 2 ყველაზე საყვარელი ფერი ოქროსფერი და წითელია. ამიტომაც, საახალწლო სამოსის შესარჩევად, სუფრის გასაფორმებლად თუ დეკორაციების შესაქმნელად მწვანეს, წითელს, ხისფერსა და ოქროსფერს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ხავერდის, აბრეშუმის, ატლასის და შიფონის ქსოვილებს.

ჯობს, ოქროს ნივთები მოირგოთ. მაშინაც კი, თუ ოქროთი დამზადებული აქსესუარები არ გიზიდავთ, ასევე, უპირატესობა მიანიჭეთ ოქროსფერ ნივთებს.

დრაკონის სიმბოლო სხვადასხვა ფორმით გამოიყენეთ, ჩართეთ სუფრის გაფორმებასა და სახლის მორთვაში.

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ რაც შეიძლება, გულუხვი სუფრა გავშალოთ. სუფრაზე, მინიმუმ, 12 კერძი უნდა იყოს. მათ შორის, წვნიანი, ბრინჯიანი კერძები, ფორთოხალი, მანდარინი, მწვანე ჩაი.

ჩინური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს წითელ კონვერტში ჩადებული ფულის ჩუქება განსაკუთრებით იღბლიანია და ფინანსურ კეთილდღეობას განაპირობებს.

გახსოვდეთ, რომ დრაკონს სასწაულების მოხდენა შეუძლია. დაგეხმარებათ, რომ მთები გადადგათ და ის საქმეებიც კი, რომლებზეც ხელი ჩაიქნიეთ, უკეთესობისკენ შემოაბრუნოთ. მთავარია, შრომა არ დაგეზაროთ.
კვირის ამბები