

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ სოსო მინდიაშვილის სახელობის ტურნირზე გორელმა მოჭიდავეებმა 12 მედალი მოიპოვეს.
ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენთაგან გამარჯვებულები ნიკოლოზ ბერიანიძე (23 კგ.), თომა პაპიტაშვილი (26 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (32 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (38 კგ.), დავით ყაყიტაშვილი (44 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (48 კგ.) და საბა ვართანიანი (56 კგ.) გახდნენ.
რაც შეეხება მეორე ადგილს, დავით ჩოჩიშვილი (23 კგ.), გიორგი გიგაური (29 კგ.) და ნიკოლოზ მერაბიშვილი (41 კგ.) დაეუფლნენ.
ლექსო გიგაურმა (35 კგ.) და დავით კობახიძემ (38 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
სოსო მინდიაშვილის სახელობის ტურნირი რუსთავში ჩატარდა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი