ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სკოლის სპორტსმენებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.
იოანე ნაცვლიშვილმა და გიორგი შიუკაშვილმა შეჯიბრი პირველი ადგილით და ოქროს მედლით დაასრულეს.
რაც შეეხება შიო კოპაძეს, სპორტსმენი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს ცოტნე დარბაიძე, ვალერი ქობლიანიძე და აკაკი პავლიაშვილი დაეუფლნენ.
სიდნეის ოლიმპიადის პრიზიორის - ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ფოთში ჩატარდა. შეჯიბრში 2008-2009 წწ. დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ.,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს