საზოგადოება
26.02.2020 15:05
ძაღლის ფეკალური მასით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა გაორმაგდება

„ნარჩენების მართვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვრელის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის, პირი 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტი, ასევე, სხვადასხვა მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურებისთვის სხვადასხვა სანქციას ითვალისწინებს: 1მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის ფიზიკური პირი 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი - 500 ლარის ნაცვლად, 1500 ლარით.  

20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრული ჯარიმა 150 ლარის ნაცლად, 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1000 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი; ნორმატიულ აქტში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, 20 კგ, ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირებს 1000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრებათ (ნაცვლად 300 ლარისა), ხოლო იურიდიულ პირებს - 2000 ლარის გადახდა მოუწევთ (ნაცვლად 1000 ლარისა).

კვირის ამბები