

საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა სპორტსმენებმა ორი - ოქროს, ორი - ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გორელთაგან ჩემპიონატის გამარჯვებულები გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) და გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ.) გახდნენ.
ვერცხლის მედალი ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ.) და ომარ გაზაშვილმა (61 კგ.) მოიპოვეს.
რაც შეეხება ბრინჯაოს, გოგა ოთინაშვილი (70 კგ.) და გიორგი რომელაშვილი (92 კგ.) დაესაკუთრნენ.
პრიზიორთა შორის, ხუთი სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლაში ირიცხება. ომარ გაზაშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
აღსანიშნავია, რომ მოპოვებული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს. ცნობისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს ბათუმმა უმასპინძლა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი