საზოგადოება
26.02.2020 13:58
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ი ერთ-ერთ ირანულ საინფორმაციო გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ფაქტი ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა და განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი კარანტინშია მოთვსებული.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდგინდა, 8 პაციენტი კი - გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ირანთან საქართველომ ფრენები გააუქმა და ფიზიკური პირების გადაადგილება შეზღუდა. თურქეთმა კი, საზღვარი ჩაკეტა.

კვირის ამბები