

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში ახალგაზრდობის და კულტურის რეაბილიტირებული ცენტრი გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, კულტურის ცენტრის აღსაზრდელები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ კლუბი არა მარტო ბეთლემის, არამედ სოფელ სკრის თემში შემავალი 4 სოფლის ახალგაზრდებს ემსახურება.
შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს, გორის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
კლუბში ახალგაზრდები საესტრადო სიმღერას, ხატვას, მხატვრულ კითხვას და ცეკვას ეუფლებიან.
ცნობისთვის, სოფელ ბეთლემის კულტურის ცენტრის შენობა 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო 2000 წელს, სკრის თემის არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემის“ ხელმძღვანელი მერი მაყიშვილი) ინიციატივით შენობას კოსმეტიკური რემონტი და სახურავი შეუცვალეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.