

მუნიციპალური ავტობუსები გარკვეულ მარშრუტებზე სატესტო რეჟიმში 21:00 საათამდე მუშაობს.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.
„ავტობუსები ამ დრომდე სატესტო რეჟიმში გადაადგილდებიან და საჭიროების დამტკიცების შემთხვევაში, მთავარ მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ერთი საათით გახანგრძლივდება“, - აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება კონკრეტული მარშრუტების ჩამონათვალს, რომელზეც ავტობუსები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ, ესენია: 4ა, 5ა, 6, და 6ა.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.