

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.
აქტივობა „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.
რაც შეეხება ღონისძიებებს, გაიმართა შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოქმედებითი საღამო ცენტრის აღსაზრდელების მონაწილეობით.
„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
აღნიშნული ღონისძიება, წელს, გარკვეული გარემოების გათვალისწინებით, 4 დეკემბერს დავგეგმეთ. მადლობა სტუმრებს, ვინც გვეწვია და თანადგომა გამოხატა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ“, - აღნიშნეს „კეთილდღეობისა და განვითარების“ ცენტრში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.