დღეიდან, ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულება ძალაში შევიდა.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები: ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება.
დარახველიძის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულებაც დაწესდება.
რაც შეეხება დადგენილ ზონებს, კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს