

გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ მორიგ შეხვედრას დღეს, 1-ელ დეკემბერს, გამართავს.
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩში ადგილობრივი გუნდი სართიჭალის „შტურმს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და ქართლის სტადიონზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, გასული ტურის მატჩში „გორი“ ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გორელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.