

„განთიადის თასის“ გათამაშებაში 10 წლამდელთა შორის, გორის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრი შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ჩატარდა.
აქტივობაში რვა გუნდი („კასპი“, „გორი“, „დილა“, „ახალგორი“, „ოლიმპიკი“, „ქარელი“, „ბრეთი“ და „ხაშური") მონაწილეობდა.
შეჯიბრი კასპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მეორეზე ხაშურის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი გორის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულებს თასები და მედლები გადაეცათ. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციის პრიზიორები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ცნობისთვის „განთიადის თასის“ გათამაშებას კასპმა უმასპინძლა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.