გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში +8-დან +13 გრადუსამდე დაფიქსირდება, ღამით კი ყინვა ნავარაუდევია მხოლოდ 30 ნოემბერს. სინოპტიკოსების ცნობით, 30 ნოემბერს, ღამით, ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა.
ღრუბლიანობა, ნალექი წვიმის სახით და +10 გრადუსია ნავარაუდევი გორში 6 დეკემბერს, დანარჩენ დღეებში კი, 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5