

გორის საპატიო მოქალაქის და მწერლის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ ჭანკოტაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ლიტერატურული საღამო თანამედროვე ავტორის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებას, რომელიც შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა, მწერლები, პოეტები და იუბილარის მეგობრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო საღამოზე მწერლის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, მისი ლექსები წაიკითხეს, განიხილეს წიგნი, რომელიც თანამედროვე ავტორმა ბესიკ კაიშაურმა ვახტანგ ჭანკოტაძის შესახებ დაწერა.
შეგახსენებთ, ვახტანგ ჭანკოტაძე 1933 წელს დაიბადა. მწერალი არაერთი წიგნის, ათეულობით სამეცნიერო შრომის, გამოგონების და ოთხასამდე პუბლიცისტური წერილის ავტორია.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის