

გორში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება კრივში.
შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს კრივის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ჭაბუკთა უმცროსი ასაკის მოკრივეები იასპარეზებენ.
მეოთხედფინალური პაექრობები 1-ელ დეკემბერს ჩატარდება. 2 დეკემებრს ნახევარფინალები, რაც შეეხება ფინალურ ორთაბრძოლებს, 3 დეკემბერს გაიმართება.
შეჯიბრებას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი უმასპინძლებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.