საინტერესო ამბები
24.11.2023 13:08
რომელი ზოდიქოს ნიშნისთვის წლის რომელი სეზონია ხელსაყრელი

ადამიანების დიდი ნაწილი უპირატესობას წლის თბილ სეზონს ანიჭებს, ნაწილს კი ზამთარი მეტად უყვარს, თუმცა, იმის მიუხედავად, ვის რომელი სეზონის მიმართ რა განწყობა აქვს, ასტროლოგების მტკიცებით, კონკრეტული ზოდიაქოსთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი წლის კონკრეტული სეზონია.

ცეცხლის სტიქიის ნიშნები - ვერძი, მშვილდოსანი, ლომი

ეს ნიშნები ყველაზე უკეთ ზაფხულში გრძნობენ თავს, რადგან მათი მფარველი პლანეტა მზე თავისი განვითარების პიკზეა. ამ ნიშნებს სწორედ ზაფხულში უჩნდებათ სურვილი, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთონ და მომავლის გეგმებიც შეადგინონ. სწორედ ზაფხულში აქვთ მათ ენერგიის მოზღვავება.

წყლის სტიქიის ნიშნები - თევზები, მორიელი, კირჩხიბი

წყლის სტიქიის ნიშნებისთვის ყველაზე წარმატებული დრო შემოდგომაა. წლის ამ სეზონზე ისინი შთაგონებით და აქტიური ცხოვრების სურვილით ივსებიან. ფოთოლცვენა და წვიმა მათში დადებით ემოციებს აღძრავს და შემოქმედებით ენერგიას აძლევს, შესაბამისად, ხშირად, ყველაზე ნაყოფიერი სწორედ შემოდგომაა.

მიწის სტიქიის ნიშნები - ქალწული, კურო და თხის რქა

მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ზამთარია. სიცივისა და უამინდობის მიუხედავად, ზამთარში ქალწული, კურო და თხის რქა ძალების მოზღვავებას გრძნობენ და შესანიშნავი განწყობა აქვთ. ამიტომ ზამთარში ისინი მზად არიან, გაბედულად იმოქმედონ და თამამი გადაწყვეტილებები უყოყმანოდ მიიღონ.

ჰაერის ნიშნები - სასწორი, ტყუპები, მერწყული

ჰაერის ნიშნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გაზაფხულია. ისინი, თითქოს, ზამთრის ძილიდან ფხიზლდებიან და ყველგან ყველაფერს ასწრებენ. ბუნების გამოღვიძება დადებითად აისახება ამ ნიშნების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, წლის ეს პერიოდი ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე ნაყოფიერია.

კვირის ამბები