საინტერესო ამბები
24.11.2023 12:50
ფეიხოა - სეზონური ხილი, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებს უსწრებს

სუსტი იმუნიტეტის, ვიტამინების ნაკლებობის და იოდის დეფიციტის  დროს ფეიხოა უნდა მიირთვათ - ნოემბერი ამ ეგზოტიკური ხილის შემოსვლის დროა. კვლევებით დადგენილია, რომ ფეიხოა მცენარეთა შორის ერთადერთია, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებს უსწრებს და მისი სულ მცირე ზომის ნაყოფის მიღება მოზრდილი ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს.

ფეიხოა მე-19 საუკუნის ბოლოს ბრაზილიაში, სამეცნიერო ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. საქართველოში კი ეს ხილი 1900 წელს შემოიტანეს და პირველი პლანტაცია გააშენეს.

ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: С, В1, В2, В3, В5, В6, РР; მიკრო და მაკროელემენტებს: იოდი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი; მჟავებს: ვაშლი, ფოლიუმი და ეთერზეთებს.

ნაყოფის რბილობში ორგანიზმის მიერ ადვილად შესათვისებელი ცილების და ცხიმების არსებობის გამო, ფეიხოა დიეტური პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება. ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.

ფეიხოას მიღება აუცილებელია ცოცხალი სახით, რადგან ტემპერეტურის მოქმედების შედეგად ის კარგავს მასში არსებულ სასარგებლო თვისებებს.

შემოგთავაზებთ ცოცხალი ფეიხოს ჯემის რეცეპტს: 1 კგ. ფეიხოა კარგად გავრეცხოთ,  მოვაცილოთ თავი და ბოლო ნაწილი. გათლა არ სჭირდება, რადგან მისი კანი შეიცავს ბევრ ვიტამინს და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

1 კგ. გატარებულ მასას აურიოთ 1, 5 კგ შაქარი, მიღებული

ერთგვაროვანი მასა მოვათავსოთ მინის ქილაში და შევინახოთ მაცივარში. ასეთი სახით დამზადებული პროდუქტი მთლიანად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

მომზადებული ჯემი შეგვიძლია მივიღოთ პურთან, ბლინებთან ერთად,  ან გავხსნათ წყალში (1ს|კ. 1 ჭიქა წყალში) და ისე დავლიოთ.

კვირის ამბები