გორის ქალთა კამერული გუნდი (დირიჟორი თეონა ცირამუა) და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ (ლოტბარი დავით ცინცაძე) გორში ერთობლივ კონცერტს გამართავენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს და მაყურებლელი განახლებულ რეპერტუარს იხილავს.
კონცერტი 25 ნოემბერს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გაიმართება,
ბილეთებს შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე - biletebi.ge.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ