

კახაბერ ჟვანიას სახელობის ტურნირზე კრივში, გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მეორე ადგილი დაიკავეს.
ტურნირის გამარჯვებულები ზაზა მდინარიძე (44 კგ.) და ნიკოლოზ ნაცვლიშვილი (54 კგ.) გახდნენ.
რაც შეეხება მეორე ადგილს, 46 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ხიზანიშვილი დაესაკუთრა.
კახაბერ ჟვანიას სახელობის ტურნირს სენაკმა უმასპინძლა. შეჯიბრი 15-19 ნოემბერს ჩატარდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მოკრივეთა გუნდები მონაწილეობდნენ.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის