

სოფელ დოესში, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი ხმელი ბალახისა და მოსავლის ნარჩენებისგან ბაღს ასუფთავებდა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
დოესელების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი