

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებასთან არსებული ანსამბლი „გორი“ მოცეკვავეთა მიღებას აცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მსურველებს კონკურსის წესით კომპეტენტური ჟიური შეარჩევს და კონკურსში მონაწილეობა ახალგაზრდებს 15 წლიდან შეუძლიათ.
„პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10-დან 16 საათამდე (მისამართი: გორი, მშვიდობის გამზირი 12/ა. კულტურის ცენტრი). მეორე ეტაპზე, კონკურსის მონაწილეები გაივლიან ერთთვიან მასტერკლასს, რომლის დასრულების შემდეგ, შერჩეული მოცეკვავეები ჩაირიცხებიან ქართული ცეკვის ანსამბლ „გორის“ მოცეკვავეთა ჯგუფში“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე: 598 22 03 14
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის