საინტერესო ამბები
16.11.2023 11:48
Black Friday წელს 24 ნოემბერსაა - „შავი პარასკევის“ ისტორია

თითქმის მთელ მსოფლიოში, ნოემბრის ბოლო პარასკევი ფასდაკლებების დღეა.

Black Friday - ანუ შავი პარასკევი უკვე მრავალი წელია მომხმარებლებისთვის და კომპანიებისთვის განსაკუთრებულ ტრადიციას წარმოადგენს. ბევრი ადამიანი საშობაო ვაჭრობას სწორედ ამ დღიდან იწყებს. ეს ისტორია ამერიკიდან იღებს სათავეს და სწორედ ამიტომ, აშშ-ის რამდენიმე შტატში ნოემბრის ბოლო პარასკევი დასვენების დღეა.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ტერმინი - „შავი პარასკევი“ აშშ-ში მეცხრამეტე საუკუნეში, კერძოდ, 1869 წელს გამოიყენეს და თავდაპირველად მას ფასდაკლებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

1864 წლის 24 სექტემბერს, ამერიკის ოქროს ბირჟაზე კრიზისი დაიწყო, რის გამოც ბევრი ადამიანი გაკოტრდა და სწორედ ამ დღეს უწოდეს „შავი პარასკევი“.

კიდევ ერთი მოსაზრებით, ნოემბრის თვის ბოლო პარასკევს - „შავი პარასკევი“ 1950-იან წლებში, მადლიერების დღის (Thanksgiving) მეორე დღესთან დაკავშირებული საცობების გამო დაერქვა.

დროთა განმავლობაში,  ეს დღე ამერიკაში ფასდაკლების დღედ იქცა და ტრადიცია ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც დამკვიდრდა.

წელს, ,,შავი პარასკევი“ 2023 წლის 24 ნოემბერსაა, მაგრამ ზოგიერთი კომპანია ფასდაკლებებს რამდენიმე დღით ადრეც იწყებს და მომდევნო დღეებშიც აგრძელებს.

„შავ პა­რას­კე­ვს“ ბევრი მომხმარებელი ელის და რო­გორც წესი, ყვე­ლა წი­ნას­წარ, დიდი ხნით ადრე ამ­ზა­დებს სა­ყიდ­ლე­ბის სიას, თუმცა, მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ,,შავი პარასკევი“ ბევრად უფრო არაეფექტურია და ხშირ შემთხვევაში, ფასდაკლებები მინიმალურია, თუმცა, ამგვარი განწყობის მიუხედავად, ფაქტია, რომ ფასდაკლებები უკვე არაერთმა კომპანიამ გამოაცხადა და მომხმარებელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა შენაძენის გაკეთებას სწორედ ,,შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში გეგმავს.

კვირის ამბები