

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www. HR. gov. ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელსაც აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს.
რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილს, კონკურსი გამოცხადებულია მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.