ტურიზმი
15.11.2023 15:16
სასკოლო ტურისტულმა კლუბებმა საზოგადოებას განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, სასკოლო ტურისტული კლუბების წარმომადგენლებთან და მოსწავლე გიდების საქალაქო სკოლის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, საგანმანათლბლო სფეროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სასკოლო კლუბების საქმიანობა გააცნეს.

„სასკოლო კლუბებს მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარებულისაქმიანობის ანგარიშების წარმოდგენა და მომავალი 2024 წლის სამუშაო გეგმების შედგენა დაევალათ. შეხვედრაზე გიდის საქმიანობის შესახებ, ფილმის ჩვენება გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები