

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გორში გზების დახაზვა მიმდინარეობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაო ზოლებზე მიმდინარეობს, სადაც იხაზება ქვეითთა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, პარკირების ზონები და სხვა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები.
პროექტის მიხედვით დაიხაზება: სტალინის, ჭავჭავაძის, მშვიდობის, შინდისის გმირების გამზირები; ფარნავაზის, სუხიშვილის, თბილისის, ტყვიავის, ცაბაძის, ამილახვრის, გორიჯვრის და კეცხოველის ქუჩები; ასევე, 26 მაისის სანაპირო და ცხინვალის გზატკეცილი.
გზებზე ჰორიზონტალური მონიშვნები, ჯამში, 14 ქუჩაზე გაკეთდება.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.