

გორში „City Game“ ჩატარდა. გასართობ-საგანმანათლებლო პროექტში 30 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ.
თამაშის მონაწილეებს დაურიგდათ მინიშნებები, რომლებზეც ქალაქის ათი ლოკაცია იყო დაშიფრული და ახალგაზრდებს უნდა ამოეხსნათ დაშიფრული ადგილები, მისულიყვნენ და გუნდთან ერთად ფოტოები გადაეღოთ.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველ ადგილზე „ფენიქსი“ გავიდა, მეორე გუნდმა „ლიდერი სტუდენტები“ დაიკავა, „მარგალიტები“ კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ცნობისთვის, გასართობ-საგანმანათლებლო პროექტი „დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.