

გორში ურბანული ტრანსპორტის საჭიროებების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას კვლევის ავტორები, ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანიის (SYSTRA) ექსპერტები უძღვებოდნენ.
ღონისძიება, ასევე, ტრანსპორტის მომსახურებასთან დაკავშირებული საჭიროებების ადგილზე გაცნობას ითვალისწინებდა. უცხოელმა ექსპერტებმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები.
„პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მხარდაჭერით ხორციელდება.
რაც შეეხება ურბანული ტრანსპორტის საჭიროებების შესახებ კვლევის მიზანს, მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების სრულყოფის მიზნით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.