კონფლიქტები
01.11.2023 11:09
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 115-ე შეხვედრა დღეს, 1-ელ  ნოემბერს გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ. ასევე, არსებული ინფორმაციით, განსახილველი საკითხები შეეხება იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ექვსი მოქალაქე.

კვირის ამბები