

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, საოკუპაციო ხაზთან, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
სამ სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამ ეტაპზე, ბაღში 70-მდე აღსაზრდელი ირიცხება და მეღვრეკისსა და ერგნეთში მცხოვრებ პატარებს ემსახურება.
ახალი ბაღი გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვასთან,საკრებულოს სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ლია მამულაშვილთან, საკრებულოს წევრ ლიანა ოქროპირიძესთან ერთად გახსნა
მეღვრეკისის ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამ დრომდე სოფელში საბავშვო ბაღი არ არსებობდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.