გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით უკვე შესაძლებელია, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა ახლა უკვე - გორის სატრანსპორტო ბარათით, „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათებით და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებითაა („AMEX“ ბარათის გარდა) შესაძლებელი.
შეგახსენებთ, გორში, მუნიციპალური ტრანსპორტი 2021 წლის 8 თებერვლიდან მოძრაობს. თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს