სპორტი
21.02.2020 13:16
დიუსელდორფის ტატამზე 5 გორელი გავა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დღეს დაიწყო გრან პრი ძიუდოში, რომელშიც, ბუნებრიცია, საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. საქართველოს სახელით, შეჯიბრებაში 5 გორელი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

გორელთაგან, ტატამზე დღეს თემურ ნოზაძე (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გავლენ.

ხვალ - ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ) იასპარეზებენ; ზეგ კი, საქართველოს ღირსებას გერმანულ ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) დაიცავს.

კვირის ამბები