

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერის“ ფარგლებში, გორში ქალებისთვის აქცია გაიმართება.
„ქართული ოცნების“ შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია, რომელიც უფასო სკრინინგს მოიცავს, 23 ოქტომბერს, 11 საათზე დაიწყება.
კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს შენობის წინ, მოედანზე (სტალინის ქ. 16) გაჩერდება მოძრავი ამბულატორიული ავტომობილი, სადაც ქალები მამოგრაფიას, პაპტესტს და კოლპოსკოპიას უფასოდ ჩაიტარებენ.
შეგახსენებთ, ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. კამპანია კი მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმების და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.