

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მზიანი ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
23 ოქტომბრის ჩათვლით, მოსალოდნელია უნალექო, უღრუბლო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი +21 გრადუსამდე მოიმატებს.
24-25 ოქტომბერს, ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა და ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანი, უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი +18-21 გრადუსამდე დაფიქსირდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.