სამართალი
16.10.2023 18:14
გორის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი მოკლა

მამა-შვილს შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

მოკლული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. თანანსოფლელების თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები მამამ ნაჯახით მიაყენა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს.

კვირის ამბები