

14 ოქტომბერს მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, 14 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება სვეტიცხოვლობის დღესასწაულს უკავშირდება.
უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ორშაბათს, 16 ოქტომბერს განაახლებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.